December 2024 - Sofmar – Forwarding Logistics Shipping Agency Poti

ინტერვიუ შპს „სოფმარ“-ის დირექტორთან ბატონ ვახტანგ ალანიასთან

2024 წელი საკმაოდ საინტერესო წელი იყო, თავისი სირთულეებით, მიღწევებით, მოლოდინებით. თქვენ როგორ შეაფასებდით?

-ზოგადად 2024 წელი იყო კარგი წელი, დაწყება ცოტა რთული იყო, მაგრამ ჩვენმა ცოდნამ და გამოცდილებამ თავისი გააკეთა და საბოლოო ჯამში 2024 წელი დასრულდა წარმატებით. ავიღეთ დიდი,საინტერესო პროექტი,რომლის პროფესიონალურად და წარმატებით შესრულებამ დაარწმუნა ჩვენი დამკვეთები,რომ „სოფმარ“ საიმედო გუნდია და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ველოდებით, რომ 2025 წელიც იქნება კარგი და წარმატებული, უფრო უკეთესი ვიდრე წინა,უნდა ვიაროთ წინ და წინ.

მიმართულებები რომელიც ჩვენ გვაქვს: საავტომობილო (Sofmar Forwarding&Logistics Poti,Forwarding &Logistics Batumi, Forwarding &Logistics Yerevan, Forwarding&Logistics Baku) სარკინიგზო,საკონტეინერო (Sofmar Forwarding&Logistics), არაგაბარიტული ტვირთი, გემების აგენტირება,.ყველაზე უფრო წარმატებული ამ ჩამოთვლილთაგან რომელი იყო? ახლა რომელს უფრო დაეყრდნობოდა სოფმარი მის განვითარებაში?

– ასე გამოკვეთილად ვერ ვიტყვი, რომელი იყო უკეთესი. ჩვენ ვართ უფრო მეტად ექსპედიტორები,შესაბამისად უფრო მეტ ყურადღებას ვანიჭებთ მთლიანი ჯაჭვის შეკვრას,რომ ტვირთი მივაწოდოთ ეფექტურად კარიდან კარამდე. ეს რთული,მაგრამ საინტერესო სამუშაოა, ფინანსურადაც უფრო საინტერესო სამუშაოა. ჩვენ გარდა მულტიმოდალური გადაზიდვების სრული ჯაჭვისა, კონკრეტულ რაღაც მონაკვეთზე, კონკრეტულ სატრანსპორტო ოპერაციასაც ვასრულებთ, მაგრამ აქ წარმატება და დიდი მიღწევები ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენი სამუშო არის საექსპედიტორო სამუშაო.ჩვენ ვართ ორგანიზატორები გადაზიდვის და ამავდროულად ვართ გადამზიდველებიც ჩვენი სატრანსპორტო საშუალებებით.ჩვენი საქმიანობის 90 % ვუთმობთ ექსპედიტორობას და მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით იყო წარმატებული წელი, კარგად სრულდება 2024 და ველოდებით რომ 2025 იქნება ამაზე უკეთესი.

ევროპის შუაგულში ომმა გარდა იმისა,რომ უზარმაზარი ტრაგედიაა,რომლის გააზრებას დრო დასჭირდება,სერიოზულად შეცვალა ბიზნესის სახე,შეცვლილია გადაზიდვის სქემები. ეს ყველაფერი როგორ აისახა ჩვენს კომპანიაზე?

-რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი და რთული თემაა, დღესაც არის უამრავი გამოწვევა, ამ სფეროში დღესაც არ არის დასრულებული სქემების ჩამოყალიბება, დღესაც ვერ ვახერხებთ ჩვენ იმ სატრანსპორტო რგოლების შენარჩუნებას. უკრაინა არის ძალიან დიდი ქვეყანა , ძლიერი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ რომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე პოლიტიკურმა და ომის მოვლენებმა, რომელიც განვითარდა უკრაინის ტერიტორიაზე, შეიცვალა მთლიანად შუა აზიის დერეფნის მიმართულება. თუ ომამდე რუსეთი იყო ამ შუა აზიის დერეფნის ძირითადი ნაწილი, ომის დაწყების შემდეგ,საერთაშორისო სანქციების და შეზღუდვების დაწესების მერე ძალიან

შეიცვალა ტვირთების სატრანსპორტო მიმართულებები. პრაქტიკულად დღეს რუსეთს და შუა აზიას დარჩა ერთადერთი დერეფანი, ეს არის კავკასიის , საქართველოს გავლით დერეფანი შავ ზღვაზე. მსოფლიოს ეკონომიკასთან ურთიერთობა ხდება ფოთის და ბათუმის პორტების მეშვეობით.ამას მოჰყვა ბევრი დადებითი და უარყოფითი რამ. უარყოფითი იყოს ის,რომ საქართველო და ჩვენი პორტები მაინცდამაინც ამ დიდი სამუშაოსთვის მზად არ ვიყავით. ეს გამოწვევები დღესაც არის.პრობლემებია ფასებთან დაკავშირებით, თუ შუა აზიის ქვეყნებს უწევდა ერთი ქვეყნის(რუსეთის) გამოყენებით გასვლა ევროპაში, ამ რგოლს დაემატა კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველოს ტერიტორია, ფოთის პორტი. ანაკლიის პორტი რომ ყოფილიყო გაცილებით მეტ ტვირთს დავამუშავებდით ფოთის და ბათუმის პორტებთან ერთად. თუ როგორ გადავლახეთ ყველა გამოწვევა როგორ შევძელით საკითხების მოგვარება, კლიენტებისთვის ტვირთების დამუშავება და გადაზიდვა,თუ როგორ ვახერხებთ საკმაოდ დიდი მოცულობის ტვირთების მოზიდვას – ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს წელი დასრულდა კარგად. მომავალი წლისთვისაც მუშაობის იგივე მოცულობა შენარჩუნდება და ვიმუშავებთ უფრო მეტად. იმედია წავალთ წინ.

ჩინეთის სარკინიგზო ხაზი?

-ჩინეთის სარკინიგზო ხაზი დაიტვირთა წითელი ზონის გამო,რომელიც შეიქმნა წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების გამო. რის გამოც შეიცვალა,გაგრძელდა და გართულდა მარშრუტი-აფრიკის გავლით შედიან გემები ჩინეთის და ინდოეთის მიმართულებით. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) ჩინეთიდან გაგზავნილი საკონტეინერო მატარებელი ალტერნატიული და აქტუალური გახდა, მაგრამ თუ საკითხი მოგვარდება, ის მართალია დარჩება როგორც ალტერნატიური გზა, მაგრამ თავის ფინანსურ მიმზიდველობას დაკარგავს. რკინიგზა არის გაცილებით უფრო ძვირი, ვიდრე საზღვაო გადაზიდვა.

რას უსურვებთ სოფმარს?

-სოფმარს ვუსურვებ კარგ მუშაობას, თანამშრომლებს ვუსურვებ ჯანმრთლობას, ბედნიერებას ოჯახში, პირად ცხოვრებაში და წარმატებებს ვუსურვებ ყველას!

CMR, სარკინიგზო ზედნადები და BILL OF LADING

რა საბუთები ფორმდება მულტიმოდალური გადაზიდვის დროს
(SOFMAR-Forwarding & Logistics ) და რას ნიშნავს ეს საბუთი?
სატრანსპორტო საბუთი ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საბუთი, ის არის იმავდროულად ხელშეკრულება.
სატრანსპორტო გადაზიდვის პირობებში, არის საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო გადაზიდვა და ყოველ მათგანს შესაბამისი საბუთი მიყვება.სერვისის მომხმარებელმა უნდა იცოდეს სად,რა ეტაპზე, როგორი საბუთი იქნება გამოწერილი და რას ნიშნავს ეს საბუთი?

კლიენტმა უნდა იცოდეს ყველა გადაზიდვის საბუთის მნიშვნელობა. საბუთი საჭიროა,მაშინ როდესაც ხდება რამე ცუდი გადაზიდვის დროს. როცა ყველაფერი კარგადაა არავინ არ აქცევს არცერთ საბუთს ყურადღებას . როცა რამე მოხდება მაშინ ითხოვს სადაზღვევო კომპანია საბუთებს, მაშინ ითხოვს გადამზიდველი, მაშინ იწყება დავა და ა.შ. მომხმარებელმა რომ თავი იგრძნოს დაცულად, რომ მისი ტვირთი, გადაზიდვა და ფინანსური მხარე დაცულია,აუცილებლად უნდა
იცოდეს ყოველი ტიპის გადაზიდვისთვის შესაბამისი საბუთის მნიშვნელობა,რა მონაცემები და როგორ უნდა ჩაიწეროს იმ საბუთში.
იმ შემთხვევაში, თუ მომავალში რაიმე უსიამოვნო ფაქტი მოხდებაკლიენტი საბუთს გამოიყენებს სწორად და არ იზარალებს. ყველა ცუდი შემთხვევა, რომელიც ხდება სატრანსპორტოში დაკავშირებულია ზარალთან.სწორად შედგენილი საბუთი მისი ფინანასური
უზრულველყოფაა, დაცულია ყველა მხრიდან,ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობა-ვის რა, როდის, რა აკისრია, რომელ გადამზიდველს, რომელ მიმღებს, ტვირთის გამგზავნს, სააგენტოს თუ ექსპედიტორს, ანუ მომხმარებელმა უნდა იცოდეს ვის მიმართოს, როგორ მიმართოს და რა უნდა გააკეთოს რომ მან
ფინანსურად არ იზარალოს.

განვიხილოთ საავტომობილო გადაზიდვის(SOFMAR-Forwarding & Logistics Road freight) საბუთი. საავტომობილო გადაზიდვის დროს იწერება CMR, ეს არის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი საბუთი,რომელიც არის გადაზიდვის ხელშეკრულება, მიმღებ ან გამზავნ სატრანსპორტო საშუალების მეპატრონესთან. სხვა ხელშეკრულების არსებობის დროს პირველი და ყველაზე დიდი უპირატესობა ენიჭება CMR-ს,რომლის მარჯვენა ზედა კუთხეში წერია -თუ არსებობს რამე ხელშეკრულება ამ გადაზიდვასთან დაკავშირებით ყველა ითვლება ბათილად,გარდა თვით CMR-ისა. CMR (SOFMAR-Forwarding & Logistics Road freight) არის ხელშეკრულების დასტური, სადაც წერია გადაზიდვის ყველა პირობა. CMR არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხანდახან არის ასეთი მოთხოვნა, მოდი დავდოთ ხელშეკრულება, კი ჩვენ შეგვიძლია დავდოთ როგორც გადამზიდავმა,მაგრამ უპირატესი იქნება CMR და სხვა ხელშეკრულება იქნება ბათილი. ამ მხრივ დაცულიცაა გადამზიდავი, იმიტომ რომ ხელშეკრულებაში კონკრეტულად მისი ფინანსური პასუხისმგებლობა არის დადგენილი და გადამზიდავმა იცის თუ რა დაეკისრება მას თუ მისი ბრალეულობით რამე დაემართა ტვირთს, ან დაიკარგა ტვირთი, ან თუ დაყაჩაყდა ტვირთი, ან თუ გაფუჭდა ტვირთი. ამიტომ მძღოლმა და მეპატრონემაც იცის რა უნდა გადაიხადოს, მისთვის წინასწარ განსაზღვრულია, ტვირთის მეპატრონემ თუ რა უნდა მოსთხოვოს გადამზიდავს.

CMR (SOFMAR-Forwarding & Logistics Road freight) ეს არის
ძირითადი საბუთი საავტომობილო გადაზიდვის დროს, რომელიც ადასტურებს CMR კონვენციით დადგენილი ხელშეკრულების არსებობას და როდესაც გამოიწერება CMR, გამგზავნი ან მიმღები ხელმძღვანელობს ამ ხელშეკრულებით,ისევე როგორც გადამზიდავიც. CMR-ში იწერება მანქანის ნომერი, მძღოლის მონაცემები, მიმართულება,დატვირთვადაცლის ადგილი. გადამზიდავმა უნდა მიიღოს ტვირთი და იღებს პასუხისმგებლობას იმ ტვირთზე, რომელიც ჩაიბარა დატვირთის ადგილას, რომ იგივე ტვირთი, იგივე მდგომარეობაში ჩააბაროს მიმღებს. თუ რამე მოხდა გზაში, თუ ტვირთი გაფუჭდა, იწყება დავა. შეიძლება
საერთოდ არ დაბრალდეს გადამზიდავს, შეიძლება გადამზიდავის ბრალი არ იყოს, ტვირთი გაფუჭდა სხვა მიზეზით-არ იყო კარგი
შეფუთვა, არ იყო დაცული მანქანა. თუ რამე მოხდა გადაზიდვის დროს,მაგალითად-არ დამაგრდა ტვირთი კარგად, დაზიანდა, ეს
ყველაფერი ეკისრება გამგზავნს, ვინც არის ხელშკრულების მხარე. თუ რამე დაზიანდა, ვთქვათ ტენტი,ან სახურავმა გაატარა წყალი,ან დაზიანდა ტვირთი, ეს უკვე გადამზიდავის და მძღოლის ბრალია.თუ არ იყო გამართული მანქანა, პასუხისმგებლობა არის მანქანის მეპატრონეზე. ვთქვათ დამთავრდა საავტომობილო გადაზიდვა და იწყება სარკინიგზო
გადაზიდვა (SOFMAR-Forwarding&Logistic Railway Freight) , ამ შემთხვევაში აქ საბუთს ჰქვია სარკინიგზო ზედნადები, სადაც იგივე
იწერება: გამგზავნი, მიმღები, დანიშნულების ადგილი, დატვირთის ადგილი, ტვირთის რაოდენობა, წონა, მდგომარეობა და ა.შ. იგივე ფუნქციები აკისრია ზედნადებს. რკინიგზის გადაზიდვის დროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება გამგზავნს ,თუ როგორ ჩაიტვირთება ტვირთი, როგორ იქნება შეფუთული.გამგზავნმა სწორად უნდა შეარჩიოს და აუცილებლად უნდა შეატყობინოს რკინიგზას, თუ როგორი ვაგონი სჭირდება – დახურული, ღია, თუ რეფი, ეს ყველაფერი გამგზავნის პასუხისმგებლობაა. ვაგონში დატვირთვა, დამაგრება ეხება გამგზავნს. გადამზიდავის პასუხისმგებლობაა არ დაზიანდეს ტვირთი მისი ბრალეულობით, არ დაიკარგოს ტვირთი. სარკინიგზო გადაზიდვის

(SOFMAR-Forwarding&Logistic Railway Freight) დროს მნიშვნელოვანია
რამდენ ხანში დაიტვირთება, დაიცლება ვაგონი, ვინ გადაიხდის ვაგონის მოცდენას, აწონვააა საჭირო და სხვა. ვთქვათ ჩამოვიდა ტვირთი ნავსადგურში, აქაც იგივე პროცედურაა, ჩამოიცალოს ტვირთი, დასაწყობდეს და მერე დაიტვირთოს გემზე, დასაწყობების დროს, სასწყობე მეურნეობა ვისაც ეკუთვნის, ხშირ შემთხვევაში ეს არის საბაჟო ტვირთი და ეს საბაჟო ტერმინალზე უნდას დაიცალოს, სადაც საბაჟო კონტროლი ხორციელდება, ტერმინალი ან ტერმინალის მეპატრონემ აუცილებლად უნდა გამოსცეს საბუთი-აქტი ტვირთის მიღებაზე, რამდენი ტონა მიიღო გადაწონვის შესაბამისად, განსაზღვროს რამდენი ტვირთი აქვს საწყობში. ეს არის აუცილებელი იმისთვის რომ სადაზღვევო კომპანიამ დააფიქსიროს, ეს აქტი ამავდროულად საბაჟო საბუთიც არის და ფინანსური გარანტიაც. საზღვაო გადაზიდვის დროს ძირითადი საბუთი არის კონოსამენტი

(SOFMAR-Forwarding&Logistic Container Service BILL OF LADING), ამ საბუთს აქვს ძალიან დიდი ისტორია.როდესაც ხდებოდა გემებით ტრანსპორტირება,ადრე იყო ტვირთის მიღების ხელწერილი, მერე შეიცვალა, საბუთში ჩაიწერა დატვირთვა/დაცლის ადგილი, სად უნდა მიეტანა ეს ტვირთი. ხშირ შემთხვევაში კაპიტანი მეკობრე იყო და ამ ტვირთს იპარავდა და მიჰქონდა სხვა ადგილას,რომ არ მოეპარა და რომ ყოფილიყო ამისთვის საჭირო საბუთი, დაიწყეს ჩაწერა დატვირთვა/ დაცლის, პირველი- სად უნდა მიეტანა კაპიტანს ეს საქონელი, მეორე -რა იყო ტვირთი და რამდენი, ანუ, მიღების ხელწერილი და დანიშნულების ადგილი. პირველი პუნქტი ეხებოდა ხელშეკრულებას, მეორე პუნქტიც ეხება ხელშეკრულებას. ნელ-ნელა დაიტვირთა ეს საბუთი, ჩაიწერა
დატვირთის ადგილი, დაცლის ადგილი, ხშირს შემთხვევაში ამ ტვირთს რომ ჩაიტანდა კაპიტანი დანიშნულების ადგილას, მას უნდა სცოდნოდა ვისთვის მიეტანა, ჩაებარებინა ტვირთი, უწერდა მიმღებს,-ეს არის უკვე განაწილების ფუნქცია, ანუ გამოვლინდა 3 ფუნქცია

(SOFMARForwarding&Logistic Container Service Port Shipping Agency):
1) გადაზიდვის ხელშეკრულება,

2) მიღება-ჩაბარების ფუნქცია,
3)განაწილების ფუნქცია. 3 ძირითადი ფუნქციაა. 2 000-3 000 წლის წინ ეს
სამი ფუნქცია იყო, დღესაც იგივე ფუნქცია აქვს ამ საბუთს.კონოსამენტს
დროთა განმავლობაში ყიდვა-გაყიდვის კომერციული საბუთის ფუნქცია
დაემატა. საბანკო სისტემისთვის ეს გახდა გადახდისუნარიანობის
გარანტი.

შეგვიძლია გამოვყოთ BILL OF LADING -ის (SOFMARForwarding&Logistic Container Service Port Shipping Agency ) ხუთი
ფუნქცია:

1. გადაზიდვის ხელშეკრულება,

2. მიღება-ჩაბარების
ხელწერილი,

3. ტვირთის განაწილება,

4. ყიდვა-გაყიდვის საგანი,
საშუალება, 5. ფინანსური უზრუნველყოფა.

Or contact us on WhatsApp at this number: +995 571 75-04-95

Ports and Railways Increased Cargo Turnover

Trends in Georgia’s Transit Corridor Vakhang Alania – Director of the Freight Forwarding Company “Sofmar” (Forwarding@Logistic)

 

Or contact us on WhatsApp at this number: +995 571 75-04-95

ექსპედიტორი,აგენტი და გადამზიდი-ვინ ვინ არის?

Экспедитор, морской агент и перевозчик-кто есть кто?
საზღვაო სააგენტო „სოფმარ“-ის ძირითადი საქმიანობაა საერთაშორისო ტვირთების ექსპედირება და ლოგისტიკა (Forwarding&Logistics Poti).

ჩვენი წარმომადგენლობებია ბათუმში (Forwarding&Logistics Batumi,Georgia), თბილისში (Forwarding&Logistics Tbilisi,Georgia),ერევანში (Forwarding & Logistics Yeravan,Armenia) და ბაქოში (Forwarding&Logistics Baku).
რა კომპანიები არსებობს? ძირითადად არსებობს 3 მიმართულება:საექსპედიტორო კომპანია, ლოჯისტიკური (სატრანსპორტო) კომპანია, და სააგენტო კომპანია.

 

საექსპედიტორო კომპანია ნიშნავს იმას, რომ ის არის ორგანიზატორი გადაზიდვის, თუ გადაზიდვა არის მულტიმოდალური, თუ ვიყენებთ სხვადასხვა სატრანსპორტო სახეობებს (ავტომანქანა, რკინიგზა, გემი), ამ ყველაფერის ორგანიზებას აკეთებს ექსპედიტორი. ექსპედიტორი იმით არის მნიშვნელოვანი და იმისთვის არის საჭირო რომ, ვთქვათ მყიდველი ყიდულობს ტვირთს ქარხნიდან(EXW), ხშირ შემთხვევაში ქარხანას არ აქვს სარკინიგზო ჩიხი, ეს ნიშნავს იმას რომ ექსპედიტორი უზრუნველყოფს: მანქანის მიწოდებას,ტვირთის რკინიგზამდე წამოღებას,შემდგომ ვაგონით წამოღებას ნავსადგურამდე, ნავსადგურში დაცლას, შენახვა, შემდგომში დატვირთვა გემზე და გატანა დანიშნულების ადგილამდე. ამას ყველაფერს
უზრუნველყოფს ექსპედიტორი(Sofmar Forwarding & Logistics Poti). ექსპედიტორი კრავს ამ მთლიან ჯაჭვს, მთელ სამუშაო პროცესს. ექსპედიტორმა უნდა იცოდეს ყველა ტიპის გადაზიდვა- საავტომობილო, სარკინიგზო, საკონტეინერო. ექსპედიტორმა იცის როგორ გააფორმოს საბუთები გადაზიდვის ყველა ეტაპზე. საავტომობილო გადაზიდვის დროს ფორმდება CMR, სარკინიგზო გადაზიდვის დროს ფორმდება სარკინიგზო ზედნადები, საზღვაო გადაზიდვის დროს ფორმდება კონოსამენტი. თუკი კლიენტს აქვს ასეთი გადაზიდვა,მან უნდა მიმართოს საექსპედიტორო
კომპანიას(Sofmar Forwarding&Logistics Poti)
ლოჯისტიკური (სატრანპორტო) კომპანია არის ერთ-ერთი რგოლი მულტიმოდალურ
ჯაჭვში.ვინც ფლობს ავტომანქანებს,არის საავტომობილო-სატრანსპორტო კომპანია(Sofmar Forwarding & Logistics Yeravan,Forwarding&Logistics Baku), ვინც
ფლობს ვაგონებს არის სარკინიგზო გადამზიდველი, ვინც ფლობს გემს არის საზღვაო გადამზიდველი, საზღვაო გადამზიდველმა არის იცის რა კეთდება რკინიგზის გადაზიდვის დროს, რკინიგზის გადამზიდველმა არ იცის რა კეთდება საავტომობილო გადაზიდვის დროს, ამიტომ ეს სამუშაო ცალ-ცალკე რგოლები არის გაყოფილი.
სრულად გადაზიდვის პროცესს ხედავს და აგვარებს ექსპედიტორი (Sofmar- Forwarding & Logistics Yeravan,Sofmar – Forwarding&Logistics Baku).

მულტიმოდალური გადაზიდვების პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ საზღვაო სააგენტო კომპანიებს,რომელთა მუშაობის არეალი ფართოა და დაახლოებით 120 მდე მომსახურების სფეროს მოიცავს.
სააგენტო კომპანიები შეიძლება გავყოთ 2 ნაწილად:სააგენტო, რომელიც ემსახურება ტვირთს და სააგენტო, რომელიც ემსახურება გემს. ეს არის 2 დიდი მიმართულება. გემის მომსახურება ითვალისწინებს,გემის სააგენტოს, რომელიც ემსახურება გემის მეპატრონეს, გემის კაპიტანს, არის ასევე სხვა სააგენტოები, რომელიც უზრუნველყოფენ, ამარაგებენ გემს პროდუქტებით, წყლით, საწვავით, საპოხე მასალებით, უწევენ ტექნიკურ დახმარებას. რაც შეეხება სატვირთო სააგენტოს, რომელიც ემსახურება ტვირთს, მის ფუნქციებში შედის ტვირთის მიღება, დასაწყობება,
გემიდან/მანქანიდან/ვაგონიდან დაცლა, საწყობში შენახვა( Sofmar –Forwarding &
Logistics Poti).გააკონტროლოს ტვირთის რაოდენობა, დაითვალოს, ამას ჰქვია ტალმანირება, ეგეც სხვა სააგენტოა, ამასაც სხვა ორგანიზაცია აკეთებს. არსებობს სურვეერული კომპანიები,რომლებიც კონკრეტულად მუშაობენ და ადგენენ ტვირთის ხარისხს, ტენიანობას, რაოდენობას.
ეს არის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც მუშაობს ტვირთის გადაზიდვის პროცესში. თუ კლიენტს აქვს მოთხოვნა, პირველ რიგში უნდა მიმართოს ექსპედიტორს, ექსპედიტორმა იცის როგორ გადაზიდოს ესა თუ ის ტვირთი. ექსპედიტორი იღებს დაკვეთას, ამუშავებს და კლიენტს აწვდის თავის მოსაზრებას, როგორ უნდა გადაზიდოს ტვირთი, რომელი მარშრუტი გამოიყენოს, რომელი სააგენტო გამოიყენოს, რომელი გემი. ექსპედიტორის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, ქვეყნისთვის. ექსპედიტორის კარგი ან ცუდი მუშობა ახდენს გავლენას ბიზნესის კეთების ინდექსზე, თუ ექსპედიტორი არის განათლებული, გამოცდილი, სანდო, ბიზნესის კეთების ინდექსი ქვეყანაში იქნება მაღალი.

სოფმარი არის საექსპედიტორო კომპანია,ასევე ჩვენ გვყავს ჩვენი მანქანები და შესაბამისად შეგვიძლია ჩავერთოთ საექსპედიტორო გადაზიდვის ჯაჭვში,როგორც
სატრანსპორტო და სააგენტო კომპანია (SOFMAR -Forwarding&Logistics Poti, Forwarding & Logistics Yeravan,Forwarding&Logistics Baku) .
ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ მულტიმოდალური გადაზიდვები „კარიდან კარამდე“