November 2024 - Sofmar – Forwarding Logistics Shipping Agency Poti

საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების პოლიტიკა (CONTAINER SERVICE Sea Freight FORWARDING&LOGISTICS)

2024 წლის 02 ივლისიდან დღემდე პრესაში იწერებოდა:„ წლის ბოლომდე ჩინეთიდან კონტეინერის გადმოზიდვის ღირებულება შესაძლოა, $10-11 ათასამდე გაიზარდოს“,“საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასები მზარდია “ ,“ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასი იკლებს, აშშ-ს მიმართულებაზე ზრდას ელიან.“
ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი კომპანიის დირექტორთან ბატონ ვახტანგ ალანიასთან და საზღვაო-სახმელეთო საკონტეინერო გადაზიდვების მენეჯერთან ელენე ლომიასთან.
1.ბოლო რამდენიმე თვეში პრესაში გაჟღერებული პროგნოზებიდან რომელი გამართლდა და რა ტენდენციებს ველოდებით 2024 წლის ბოლოსკენ?
არ გამართლდა, იმიტომ რომ ფასი ჩინეთიდან 40 ფუტიანი კონტეინერით ტვირთის გადმოზიდვაზე ჩვენი რეგიონის მიმართულებით მკვეთრად დაეცა,დაახლოებით $ 7 000-დან $3 000-მდე. ახლა ცოტა მოიმატა, მაგრამ არ იყო ზრდის ტენდენცია ჩინეთიდან შავ ზღვაში.რაც შეეხება ევროპას და აშშ-ს – ფასები შენარჩუნდა,ცვლილება არ მომხდარა.
2.როგორ მოქმედებს მსოფლიო პოლიტიკა სატვირთო გადაზიდვების ბიზნესზე?
გადაზიდვების ბიზნესი არის ჩვეულებრივი ბიზნესი, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ბიზნესი, ბუნებრივია მასზე მოქმედებს ომი,არასტაბილური პოლიტიკური ვითარება,არჩევნები,ტერორისტული აქტები.ბიზნესი მყისიერად რეაგირებს ასეთ მოვლენებზე კარგად ან ცუდად, ან არის წარმატება,ზრდა,ან წარუმატებლობა და დაცემა. თუ არის სტაბილური ვითარება,იქ ბიზნესი ვითარდება და მიდის წინ. დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, მე-3 წელია უკვე ომია,ბუნებრივია შეიცვალა რეგიონში სატრანსპორტო ვითარება, რუსეთი არის დასანქცირებული, რუსეთის რკინიგზა დასანქცირებულია, გზა ევროპიდან დაკეტილია, ერთადერთი გზა დარჩა, საქართველო, ბუნებრივია გადაზიდვის ფასი გაიზარდა. გადასასვლელი პუნქტები, გზა ძალიან გადატვირთულია, ტრანსპორტი რამოდენიმე დღით აყოვნებს დანიშნულების ადგილზე ჩასვლას,შესაბამისად ეს ყველაფერი ზრდის ფასებს.
3.რამდენად კონკურენტუნარიანი ტარიფები გვაქვს დღეს?
დიახ,კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს.კონკურენტუნარიანი ფასი არ ნიშნავს დაბალ ფასს. მე ვთვლი რომ მხოლოდ ფასებზე არ არის დამოკიდებული ბიზნესი, ფასი არ არის გადამწყვეტი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნესის, მაგრამ გადამწყვეტი არა. გადაზიდვის დროს მნიშვნელოვანია მუშაობის ხარისხი, გარანტია,

გამოცდილება, პროფესიონალიზმი, დაზღვევა.ეს ყველაფერი თუ კომპანიას აქვს, ის კომპანია მუშაობს და მისი ფასები იქნება რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი.

SOFMAR AND NATIONAL MARITIME SINGLE WINDOW OF GEORGIA

2024 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში შემოსული ხომალდები ციფრულ მომსახურებას „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ღებულობენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „პროექტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობით განხორციელდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მეტი ინტეგრირების მიზნით. „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შედეგად, შეიქმნა ერთიანი სისტემა. მასში ჩაერთო ყველა ის საჯარო და კერძო უწყება, რომელთა ნებართვაც აუცილებელია გემის ნავსადგურში შემოსვლისთვის. სიახლის თანახმად,  გემის ადმინისტრაცია ერთიან სისტემაში შეძლებს სათანადო დოკუმენტაციას ატვირთვას და აღარ მოუწევს ყველა უწყებისთვის ცალ-ცალკე მიმართვა. ამით გადამზიდავი დაზოგავს არა მხოლოდ დროს, არამედ ხარჯებსაც.

წინასწარი კვლევებით, ზემოაღნიშნული სისტემის ამოქმედება ნავსადგურში საკონტეინერო გემების დაყოვნების დროს 1.5 საათამდე, ხოლო სხვა ტიპის გემებისთვის – 4 საათამდე შეამოკლებს, ნავსადგურში გემის მომსახურების პროცესის დაჩქარება კი, თავის მხრივ, საზღვაო გადამზიდ კომპანიებს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, რომლებმაც „საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გაიოლების შესახებ“ კონვენციით დაკისრებული ვალდებულება შეასრულეს და ნავსადგურებში „ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა“ დანერგეს, რათა უზრუნველყონ საერთაშორისო ნაოსნობისთვის დაბრკოლებებისა და ბარიერების აღმოფხვრა, ეროვნული ბიუროკრატიული ფორმალობებისა და სხვა პროცედურების გამარტივება და შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან.“

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთხოვეთ კომენტარი შპს „სოფმარ“-ის საზღვაო სააგენტო მომსახურების წამყვან სპეციალისტს ალექსანდრე კრუპას,რომელსაც  ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობის 25 წლიანი სტაჟი აქვს.

მისი აზრით  იდეა შესანიშნავია,მაგრამ საჭიროა საზღვაო აგენტებისთვის გამარტივებული და კომფორტული იყოს სისტემაში მუშაობა.რეალურად კი საზღვაო აგენტს უწევს იმ სამუშაოს შესრულება,რომელიც არ შედის მის მოვალეობაში.როგორც მოგეხსენებათ გემები შედიან სხვადასხვა ქვეყნების პორტებში და უკვე აქვთ IMO-ს  სტანდარტული მზა EXCEL ფორმები,რომელშიც საჭირო,დაკოპირებულ  ინფორმაციას ათავსებენ. როცა  „ერთი ფანჯრის პრინციპის“ სისტემის მოთხოვნით   საზღვაო აგენტი უგზავნის შესავსებ FAL ფორმას გემის კაპიტანს,ის ან ვერ ავსებს ამ ფორმას,ან ვერ ხსნის,ან ავსებს შეცდომით ან  დაკოპირებულ ინფორმაციას სვამს ჩვენს ფორმაში.შემდეგ გვიგზავნის,მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ ინფორმაციის კონვერტირებას და ფორმატირებას. შესაბამისად,საზღვაო აგენტს უწევს გემის კაპიტნის ნაცვლად თავად შეავსოს FAL ფორმები. ასევე,თუ  საზღვაო აგენტი  მონაცემებს შეცდომით შეიყვანს, ქართული კანონმდებლობა პასუხისმგებლობას აკისრებს გემის აგენტებს და ჯარიმებით ასანქცირებს.და ეს სამართლიანია?

ალექსანდრე კრუპა: ჩვენ მივმართეთ საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციას,BIMCO-ს და სხვა კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს  წერილით და დავსვით შეკითხვები: “ What i am care only is to have correct/timely information obtained fm the Master to download it to the system same condition i have received fm the ship. The best format of documentation is PDF or EXCEL. Pls keep Agents away with no involving to the method you have in exchange information between two systems.

The system of MSW we are using now Generally working EXCELLENT and thanks for that !The only problem we facing is MACROS/FALL forms, sorry, but typing all data now by Agent by hands is not the aim of the system that was considering to work fm the beginning. Sorry again, but as for me as Agent it is catastrophe.

You are pushing Agent to type the data manually, more over you are going to keep AGENT responsibility for all possible mistype/human error and HUGE PENALTY RESPECTIVELY. That looks to be not fair. What is the way now to keep CSV on hold till you have much more time & budget to fix the problems ?“

ამ თემასთან დაკავშირებით შპს „სოფმარ“-ის დირექტორი  ვახტანგ ალანია ამბობს: „პროექტის განხილვის პერიოდში ჩვენს მიერ იყო ეს საკითხები დაყენებული,თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი პროგრამულ-სისტემური  უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებს და ერთმანეთში რამდენადაა შეთანხმებული.საზღვაო ადმინისტრაციამ დაგვარწმუნა,რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ კუთხით,მაგრამ რეალურად ჩვენი საზღვაო აგენტები აწყდებიან გემის ყოველ მომსახურებაზე ამ პრობლემებს.“

აქედან გამომდინარე,თუ გასწორდება აღნიშნული FAL ფორმების საკითხი,ჩვენი მუშაობა გაცილებით ოპერატიული ,ნაკლებსტრესული და ეფექტური იქნება.