Სარჩევი

იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი,მასწავლებელი,ვინც განსაზღვრა თქვენი პიროვნება,თქვენი მომავალი? თუ თქვენ თვითონ შექმენით თქვენი თავი?

რა თქმა უნდა იყვნენ ადამიანები,რომლებიც დამეხმარენ  მომავლის განსაზღვრაში,როგორც სკოლაში,ასე უნივერსიტეტში.დღემდე ვურთიერთობ მათთან.დედამ,რუსიკო ნაკაშიძემ განსაკუთრებული როლი  შეასრულა ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.მისი  ოცნება იყო,სცოდნოდა ინგლისური.მე განვახორციელე მისი ოცნება – შევისწავლე და  შევარჩიე პროფესიად ინგლისური ენა და რომ არა ეს არჩევანი,არ ვიქნებოდი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ბიზნესში.

კომერციული ნიჭი მშობლებისგან გამომყვა,მამაჩემს იროდი ალანიას ყოველთვის ჰქონდა მისი საქმე,მასთან ერთად ვმუშაობდი,მის გვერდით ვსწავლობდი  და მიგროვდებოდა გამოცდილება.

თავიდან რომ იწყებდეთ,რას შეცვლიდით? რომელ არჩევანს დაუწუნებდით საკუთარ თავს და რომელს მოუწონებდით?

სკოლაშიც და ინსტიტუშიც  უფრო ბეჯითად ვისწავლიდი,მეტ ცოდნას მივიღებდი.გააზრებული სწავლა გაცილებით ეფექტურია,როცა ხედავ მიზანს და შედეგზე ხარ ორიენტირებული.

საბჭოეთის ნგრევის ქაოტურ წლებში,საყოველთაო დაბნეულობის ფონზე ბევრმა ადამიანმა დაკარგა ორიენტირი და საყრდენი.საბაზრო ეკონომიკამ ულმობლად შეცვალა ცხოვრების წესი.ზუსტად ამ პერიოდში თქვენ იწყებთ ახალ საქმეს,დაარსეთ სატვირთო გადაზიდვების კომპანიასოფმარ“-. რა დაგეხმარათ? კომერციული ალღო თუ გამართლება?

კომერციული ალღო და  შესაბამისი განათლება იღბალთან ერთად! ყოველთვის მქონდა ბიზნესისადმი მიდრეკილება და საკუთარი საქმის კეთების სურვილი. ეს იყო ცვლილებების დრო – მოგვიწია მიზნების, აზრების, იდეოლოგიის,ცხოვრების წესის გადახედვა და გადაფასება. ეს დრო ყველასთვის რთული იყო,მაგრამ მიუხედავად ამისა,ეს იყო ჩემი დრო,რადგან გავხდი თავისუფალი და დამოუკიდებელი ჩემს ბიზნეს სურვილებში.

რა მოგიტანათ „სოფმარ“-მა?

სოფმარი ჩემი დაფუძნებულია.სოფმარი იყო ჩემი ასპარეზი თვითრეალიზაციისათვის. გარდამავალი ეპოქის  რთულ პერიოდში 1991 წელს ფოთში შეიქმნა „სოფმარ”-ი, პირველი კერძო, დამოუკიდებელი საზღვაო სააგენტო.საზღვაო სააგენტო ”სოფმარმა” საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების და ექსპედირების სფეროში დაიმკვიდრა ადგილი და განვითარდა შემდეგი მიმართულებით: საზღვაო-სახმელეთო გადაზიდვები,საკონტეინერო გადაზიდვები მთელ მსოფლიოში,საავტომობილო გადაზიდვები ევროპისა და ამიერკავკასიის სივრცეში, სარკინიგზო გადაზიდვები, არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა, საბაჟო გაფორმება,სანავსადგურო მომსახურება, გემების აგენტირება.

ჩვენ ვართ საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის (AFG) და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, როგორებიცაა: BIMCO (ბალტიის საერთაშორისო საზღვაო საბჭო) და FIATA (სატვირთო გადამზიდების საერთაშორისო ფედერაცია)

შეგცვალათ ფულმა? რას ურჩევდით კარიერისტებს და დამწყებ ბიზნესმენებს?

კარგი შეკითხვაა.ფულმა შეცვალა ჩემი ცხოვრების საარსებო გარემო,ჩემი მიზნები,მაგრამ ცხოვრებისეული ღირებულებები უცვლელია.დამწყებ ბიზნესმენებს ვურჩევდი კარგად გაერკვნენ,არის თუ არა ბიზნესი მათი მოწოდება.

რომელ პერიოდს გამოყოფდით „სოფმარ“-ის ისტორიაში,როგორც წარმატებულს ?

ყველაზე საინტერესო დრო იყო ორგანიზაციის ჩამოყალიბების დრო,სოფმარის მშენებლობა.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს „სოფმარ“-ი და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სექტორი?

ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება,ახალი მიზნების დასახვა, ახალი პროექტები და სიახლეები.

რას აკეთებთ კრიზისულ ვითარებაში?

პირველ რიგში კოლექტივის პოტენციალის მობილიზება ხდება. ვიწყებთ ფიქრს,სად დავუშვით შეცდომები,ვაანალიზებთ და ვსახავთ კონკრეტულ მიზნებს

რას კითხულობთ ახლა?

მე ვარ სიახლეებით და სწავლით გატაცებული ადამიანი.მაინტერესებს ყველაფერი.კიდევ ერთხელ მივუბრუნდი როდოსელის არგონავტიკას.ძალიან მაინტერესებს როგორ არის ასახული კოლხური კულტურა ამ ნაწარმოებში და ვეძებ მტკიცებულებებს.კითხვის დროს ბევრი რამ აღმოვაჩინე,მათ შორის მეგრული სიტყვები.

გარდა ბიზნესისა,რა გაინტერესებთ?რა არის თქვენი ჰობი?

სპორტი და ისტორიის შესწავლა.

დავუშვათ რეინკარნაცია შესაძლებელია. რომელ ქვეყანაში დაიბადებოდით და როგორ აიწყობდით ცხოვრების მოზაიკას? და რატომ?

ისევ და ისევ საქართველოში.ვერ წარმომიდგენია თავი გერმანელად, ფრანგად ან ესპანელად.მე მიყვარს ჩემი ქვეყანა.

როგორ ხედავთ „სოფმარ“-ს 10-20 წლის შემდეგ?

სოფმარში ვხედავ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს