ბუნებრივია ნებისმიერ საქმინობას აქვს მისი დასაწყისი, განვითარების ოქროს ხანა, კრიზისები და პერსპექტივები.
ჩვენი კომპანია მჭიდროდაა დაკავშირებული ნავსადგურთან და შესაბამისად ჩვენზე აისახება პორტის ყველა ცვლილება და სიახლე.
1858 წელს ფოთს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და დაიწყო ნავსადგურის მშენებლობა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ქალაქის თავკაცად მოწვეული იყო ნიკო ნიკოლაძე,მან დააყენა და მიაღწია ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას-ქალაქი ფოთი გამოცხადდდა სანავსადგურო ქალაქად,რასაც მოყვა ნავსადგურის განვითარების სწრაფი ტემპი.ქალაქში აშენდა ვაჟთა და ქალთა გიმნაზია, საავადმყოფო,დაარსდა უმაღლესი საღვაო სასწავლებელი,ამუშავდა კონკა, დაიწყო ტაძრის მშენებლობა,გაკეთდა ნავსადგურის შესასვლელის რეკონსტრუქცია, აშენდა სარკინიგზო-სატრანსპორტო ხაზი: ჭიათურა-ფოთი.
მოკლედ, ქალაქი ფოთი გაცოცხლდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში დაისვა საკითხი ფოთის ნავსადგურისთვის საერთაშორისო ნავსადგურის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ქალაქის და ნავსადგურის წინაშე იდგა ორი დიდი გამოწვევა: წყალდიდობები და მალარია.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს 2 საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობის გახდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში წყალდიდობის საკითხი მოიხსნა, 1960 წელი კი გამოცხადდა მალარიის დამარცხების წლად.
პრაქტიკულად ამ დროიდან რეალურად გახდა ფოთი საერთაშორისო ნავსადგური.
საბჭოთა კავშირის დროს ფოთის პორტმა განიცადა ტექნიკური რეკონსტრუქცია,ნაყიდი იყო ახალი ამწეები და სანავსადგურო-სატრანსპორტო საშუალებები,აშენდა ახალი ნავმისადგომები.
საბჭოეთის დანგრევის შემდეგ ნავსადგურმა დროის შესაბამისად გააგრძელა მუშაობა ახალ გარემოებებში.
დღეს ნავსადგურს აქვს საკმაოდ დიდი მიღწევები და პერსპექტივები.
ბოლო გამოწვევა იყო კოვიდპანდემია და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, რომელიც წარმატებით გადავლახეთ.
უკრაინაში განვითარებული საომარი მოვლენების გამო, საქართველო გარდა პოლიტიკურისა, დადგა სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. დღეს ნათელია, რომ აუცილებელია სანავსადგურო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება. ამაზე დამოკიდებულია „სოფმარ“-ის მომავალიც.