საავტომობილო გადაზიდვები მულტიმოდალურ გადაზიდვებში მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

საბჭოურ პერიოდში სარკინიგზო  გადაზიდვები საკმაოდ კარგად იყო განვითარებული და ამ ოდენობით როგორც დღესაა,მაშინ არ ხდებოდა ნაყარი ტვირთის ავტომცლელებით გადაზიდვა.

მოკლე მანძილზე სარკინიგზო გადაზიდვები ნაკლებად მომგებიანია.თანაც რკინიგზა არის ძვირად შესანახი ინფრასტრუქტურა და დღეს საწარმოს არა აქვს იმის შესაძლებლობა,რომ უზრუნველყოს სარკინიგზო ჩიხის შეკეთება და მოვლა-პატრონობა.აქდან გამომდინარე საავტომობილო გადაზიდვა გახდა მოთხოვნადი და აქტუალური.თვითმცლელებს  ძალიან ფართოდ იყენებენ რუსეთი-საქართველო-სომხეთის მიმართულებით ხორბლის გადასაზიდად.

საინტერესო და აქტუალური გახდა შიდა გადაზიდვებიც.

2010 წლიდან ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი განყოფილება  ემსახურება თვითმცლელებით ნაყარი ტვირთების გადაზიდვას,ჩვენს სარგებლობაშია 32 თვითმცლელი ნახევარმისაბმელიანი მანქანა.შეგვიძლია ერთდროულად გადავზიდოთ 1000 ტონა ნაყარი ტვირთი.

ჩვენ დღეს ვეზიდებით როგორც ნაყარ,ისე საცალო ტვირთებს.

ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურეობას,კარგ ფასებს,დაზღვეულ გადაზიდვებს და სანდო პარტნიორობას.