რა შეცვალა კოვიდ პანდემიამ მასშტაბურად გადაზიდვების ბიზნესში და რა შეიცვალა კომპანია „სოფმარისათვის?“

გართულდა ამ სფეროში მუშაობა,რადგან მკვეთრად გაიზარდა საზღვაო გადაზიდვის ფასი. ფასების ზრდამ გამოიწვია შეკვეთების შემცირება. ამასთან ერთად შემცირდა სახმელეთო გადაზიდვის ფასიც. ცხადია, კოვიდპანდემიამ შეანელა მსოფლიო ეკონომიკის ყველა სფერო, ჩვენ შემთხვევაში, ნელა იტვირთება და იცლება კონტეინერი, გაიზარდა მოცდენები და მასთან ერთად ჯარიმებიც, რამაც გამოიწვია ზოგ ადგილას კონტეინერების სიჭარბე და ზოგან კი დეფიციტი, დაირღვა ბალანსი. ამ რადიკალურმა ცვილებებმა შეცვალა კომპანიის მიზნებიც, ახლა პრიორიტეტი კომპანიის ზრდა კი არა, ამ სფეროში მუშაობის გაგრძელება და პოზიციების შენარჩუნებაა.

რამდენად რეალურია პანდემიის პირობებში შესთავაზო მომხმარებელს მისაღები ფასი და და მათთვის მოსახერხებელი გადაზიდვის პირობები?

დამკვეთთან მუშაობა გართულდა, რადგან ზოგადად ამ ბიზნესში წარმოიშვა ფინანსური პრობლემები. აქაც დაირღვა ბალანსი, რადგან ჩვენი საქმიანობის წარმატება და განვითარება პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში და მსოფლიოში ბიზნესის მდგომარეობაზე.

როგორ აეწყო „სოფმარის“ ხელმძღვანელი და გუნდი ახალი გამოწვევებს და ცვლილებებს ?

ბუნებრივია, დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი გუნდისთვის ახალი გამოწვევაა. პანდემია გრძელდება უკვე მე-3 წელია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პირობებშიც კი შევძელით მუშაობა და მომავალი წლისთვის ახალი მიზნების დასახვა.

ბევრმა არ იცის, რომ კომპანია „სოფმარ“ ხშირად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გადაზიდვებს ასრულებს, მასპინძლობს  და აგენტირებას უწევს სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ გემებს ფოთისა და ბათუმის პორტებში, მოგიყევით ამ გამოცდილებაზე.

ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ქვეყნისთვის ღირსეული სახე, წარმოვაჩინოთ სტუმრებისთვის სახელმწიფოს და ჩვენი კომპანიის საუკეთესო მხარეები. გემების მომსახურების  დროს ჩვენი საზღვაო აგენტი პირველი ადის უცხოურ ხომალდზე და ძალიან მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ის ახდენს. ჩვენი მუშაობით და მომსახურეობით უცხოელი პარტნიორები აფასებენ არამარტო ჩვენს კომპანიას, არამედ მთელ ქვეყანას. გარდა  კომერციული გემებისა, ხშირად ვემსახურებით  ნატოს სამხედრო გემებს და აქ ჩვენი კარგი მუშაობა ნიშნავს ქვეყნის პრესტიჟს.

საინტერესოა, „სოფმარის“ მუშაობის წლის შეჯამება  და  2022 წლის სტრატეგია და გეგმები, ხომ არ ემატება ქვეყნების ჩამონათვალი „სოფმარის“ „სტრატეგიულ რუკას“?

2021 წელი შედარებით მშვიდად მთავრდება და გვიტოვებს კარგ იმედებს 2022 წლისთვის, რომ გვექნება უკეთესი ეკონომიკური ვითარება მსოფლიოში და ქვეყანაში,რაც შესაბამისად  აისახება ჩვენს საქმიანობაზე და წარმატებაზე.

რას ნიშნავს ვახტანგ ალანიასთვის 30 წელი აკეთო მასშტაბური საქმე, გყავდეს უამრავი კმაყოფილი დამკვეთი, რიგ შემთხვევევბში აკეთებდე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს?

ჩემთვის ეს არის წარმატება და ბედნიერება, რომ ჩემი შრომა არის დაფასებული. მყავს არამარტო კმაყოფილი დამკვეთი, არამედ წარმატებული მეგობარი. როცა დამკვეთთან მუშაობ 30 წელი,ის უკვე მეგობარია. ვცდილობ  ჩემი ბიზნესით ქვეყნისთვის ვაკეთო მნიშვნელოვანი საქმეები და ვიყო საჭირო.

რას ურჩევდით დამწყებ გადამზიდავ კომპანიებს, რომლებიც ასე მომრავლდნენ ბოლო პერიოდში.

ვურჩევდი ისწავლონ და ამაღლონ პროფესიონალიზმი.წესიერება და პატიოსნება ყოველთვის დაფასებულია.