ფოთის ადგილმდებარეობა არის რთული და საინტერესო.ჩვენი ქალაქის განვითარება დამოკიდებულია მდინარე რიონზე,რომელმაც ბოლო 500-600  წელიწადში შექმნა ქალაქის ტერიტორია.

ყველა ცვლილება რომელსაც იწვევს  მდ.რიონი ახდენს დიდ გავლენას ჩვენი ქალაქის ცხოვრებაზე.

ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ ზედმიწევნით შევისწავლოთ და დავგეგმოთ ჩვენი ქალაქის განვითარება მდ.რიონის ფაქტორის გათვალისწინებით.

გეომორფოლოგია ნათლად გვიჩვენებს როგორ იცვლება ფოთის ზღვის სანაპირო ხაზი და რელიეფი.

ჩვენ  გვაქვს საშუალება ბოლო 100-150 წლის განმავლობაში ასეთი ცვლილებები  დავინახოთ არსებული რუკების შედარებითი ანალიზის საშულებით.

100-150 წელი საკმარისი დროა,რომ დავინახოთ ცვლილებების კანონზომიერება და ამის საფუძველზე განვსაზღვროთ მომავალი ცვლილებები.

ფოთის ნავსადგურს საერთაშორისო სტატუსი რომ მიეღო, უნდა გადაწყვეტილიყო ქალაქის 2 უმნიშვნელოვანესი პრობლემა: წყალდიდობა და მალარია.

1939 წელს რიონგდებით(„რიონსბროსი“) ფოთის წყალდიდობისგან დაცვის მიზნით  მდ. რიონი გადააგდეს ფოთის ჩრდილოეთით.ამ პროექტმა მკვეთრად შეცვალა ნატანის დალექვის გადანაწილების ბალანსი.

ნავსადგურის ჩრდილოეთ მხარეს დასილვის მკვეთრი გაზრდა იყო გამოწვეული 2 მიზეზით:

  1. ჩრდილოეთ არხის დაუსრულებელი პროექტი
  2. ზღვის სამხრეთი დინება.

ადამიანის ასეთმა ჩარევამ ნავსადგურს შეუქმნა პრობლემები.

ნავსადგურის მომსახურეობები გაძვირდა,რადგან წლიდან წლამდე შემოსასვლელი არხის გაწმენდის ხარჯები იზრდება.

სანამ ეს არხი გაეშვებოდა ,ნავსადგური იყო უნიკალური.

მიუხედავად იმისა,რომ ნავსადგური აშენებულია რიონის მახლობლად,ნავსადგური არ ისილებოდა.

ჩვენ  შეიძლება ბევრი ვიკამათოთ იმდროინდელი პროექტის მიზნობრიობაზე და ეფექტურობაზე,მაგრამ დღეს ნათლად ჩანს,რა ზიანი მიადგა ნავსადგურს ,ქალაქს და სახელმწიფოს.

 

ამასთან ერთად ეკოლოგიური პრობლემებიც გამწვავდა.

თქვენს წინაშეა  ფოტოები,სადაც  ფოთის ნავსადგური და ნაპირების ადგილმდებარეობაა  80 წლის განსხვავებით.

როგორც ხედავთ დღეს ზღვა  დაშორებულია ნაპირს 570 მეტრით ანუ წელიწადში დაახლოებით 7 მეტრით უკან იწევს,დარჩენილია მანძილი 370 მეტრი ნაპირიდან ტალმტეხამდე(მოლამდე).

ცხადია,თუ ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ 53 წელიწადში  ნავსადგური სრულად დაიხურება.

ყველას,ვინც დაინტერესებულია დასმული საკითხებით მზად ვართ შევხვდეთ  სასაუბროდ და სადისკუსიოდ.

ვახტანგ ალანია