ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ 2018-04-14T15:06:48+00:00

პატივცემულო მეგობრებო, 

მოხარული ვარ მოგესალმოთ ჩვენი კომპანიის საიტზე.

1991 წლიდან ვმუშაობთ  საზღვაო – სახმელეთო გადაზიდვების სფეროში.

პროფესიონალიზმი, დაგროვილი გამოცდილება და საქმის სიყვარული უფლებას გვაძლევს გითხრათ, რომ ჩვენი  პროფესიული საქმიანობა თქვენი ბიზნესის განვითარების  განუყოფელი ნაწილი   და თქვენი წარმატების თანამგზავრია.

„სოფმარის“ განვითარების სტრატეგიაში  პრიორიტეტული მნიშვნელობა  ენიჭება თანამშრომელთა კვალიფიკაციის  და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას,და , რაც მთავარია,მომხმარებელთან ურთიერთობის კულტურის ამაღლებას. ამ მიზნით   „სოფმარის“ სპეციალისტებმა    გაიარეს არაერთი ტრენინგი   კლიენტის ეფექტური მომსახურების თემაზე.

ყველაზე ფასეული ჩვენს ორგანიზაციაში არის ადამიანი,პიროვნება.

მე მიხარია,რომ „სოფმარ“-ში კადრები მოდიან  და ქმნიან „სოფმარ“-ის წარმატების ისტორიას.

„სოფმარის” სათავო ოფისი ფოთშია. წარმომადგენლობები – თბილისში, ბათუმსა და ერევანში – საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ტვირთების მოძრაობას, ოპერატიულად მოგაწოდოთ ინფორმაცია  და შემოგთავაზოთ  სრულყოფილი მომსახურება.

ყოველი კლიენტი ,ყოველი გადაზიდვა  ჩვენთვის ინდივიდუალურია.

ველით ახალ წინადადებებსა და დაკვეთებს.

 

პატივისცემით,

„სოფმარ“-ის დირექტორი

ვახტანგ ალანია

„სოფმარის“ ისტორია დაიწყო მაშინ, როცა დაიშალა საბჭოთა იმპერია, და ირღვეოდა ძველი და ნაცნობი სამყარო, ეკონომიკის განმსაზღვრელი გახდა კონკურენცია და კერძო საკუთრება.

გარდამავალი ეპოქის ამ რთულ პერიოდში 1991 წელს ფოთში შეიქმნა „სოფმარი”, პირველი კერძო, დამოუკიდებელი საზღვაო სააგენტო.საზღვაო სააგენტო ”სოფმარმა” საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების და ექსპედირების სფეროში დაიმკვიდრა ადგილი და განვითარდა შემდეგი მიმართულებით: საზღვაო-სახმელეთო გადაზიდვები; საკონტეინერო გადაზიდვები მთელ მსოფლიოში; საავტომობილო გადაზიდვები ევროპისა და ამიერკავკასიის სივრცეში; სარკინიგზო გადაზიდვები,არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა; საბაჟო გაფორმება,სანავსადგურო მომსახურება; გემების აგენტირება.

ჩვენი ბიზნესი ვითარდება მაღალი პროფესიონალიზმის, მრავალწლიანი გამოცდილების,საქმისადმი ერთგულების, დაცული და დაზღვეული პასუხისმგებლობის საფუძველზე.

უკვე 20 წელია „სოფმარ“ ემსახურება კლიენტებს. ეს ურთიერთობები გაფართოვდა და გადაიზარდა პარტნიორულ-მეგობრულ ურთიერთობებში.

ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ნდობის, პასუხისმგებლობის და პატივისცემის პრინციპებს.

ჩვენ ვართ საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის (AFG) და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, როგორებიცაა: BIMCO (ბალტიის საერთაშორისო საზღვაო საბჭო), FIATA (სატვირთო გადამზიდების საერთაშორისო ფედერაცია), INTERTANKO (ტანკერთა გემთფლობელების დამოუკიდებელი საერთაშორისო ასოციაცია)

დღეს საზღვაო სააგენტო ”სოფმარ”-ი სთავაზობს კლიენტს მომსახურების სრულ კომპლექტს ყველა მიმართულებით,ზღვით თუ ხმელეთზე,იქნება ეს საკონტეინერო ,სარკინიგზო თუ საავტომობილო გადაზიდვები.

ჩვენ ვეზიდებით ტვირთებს

და

ვეხმარებით თქვენი ბიზნესის წინსვლას

ჩვენი გუნდი

ვახტანგ ალანია
ვახტანგ ალანიადირექტორი
ეკატერინე ალანია
ეკატერინე ალანიადირექტორის პირველი მოადგილე
ლუდმილა ყამარაული
ლუდმილა ყამარაულიმთავარი ბუღალტერი
ელენე ლომია
ელენე ლომიადირექტორის მოადგილე საკონტეინერო გადაზიდვების დარგში
ალექსანდრე ჯანეზაშვილი
ალექსანდრე ჯანეზაშვილისარკინიგზო გადაზიდვების მენეჯერი (თბილისი)
ზაალ ჟვანია
ზაალ ჟვანიამთავარი ექსპედიტორი
შორენა კვარაცხელია
შორენა კვარაცხელია საავტომობილო გადაზიდვების მენეჯერი
მარგო ჯოლოხავა
მარგო ჯოლოხავაგადაზიდვების მენეჯერი