სოფმარ-ი საერთაშორისო სტანდარტების ქართული საზღვაო სააგენტო

საქართველოში პირველი საზღვაო სააგენტო “სოფმარ”-ი 1991 წელს ფოთში დაფუძნდა. “სოფმარ”-ი გემების აგენტირებისა და საზღვაო ტვირთების მომსახურების სფეროში თავის დროზე ერთადერთი კერძო კომპანია იყო და დღესაც ერთ-ერთი პირველი და წარმატებულია. როცა ვახტანგ ალანია სააგენტოს ქმნიდა, პირველობაზე არც კი ფიქრობდა და ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ ეს ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.

ვახტანგ ალანიას სააგენტოს შექმნის იდეა გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობის დროს გაუჩნდა. დასავლეთის პორტებში კარგად ხედავდა საზღვაო სააგენტოების აქტიურ როლს და გადაწყვიტა, რომ ეს მოდელი საქართველოშიც გადმოეტანა. ერთგული ადამიანები შემოიკრიბა და რთული, მაგრამ პერსპექტიული საქმის განვითარება დაიწყო. “სოფმარ”-ის გუნდს წლებთან ერთად გამოცდილება, ცოდნა და ბიზნეს პარტნიორები ემატებოდა. მალე ბიზნესი გაფართოვდა და 1997 წლიდან კომპანიამ სახმელეთო გადაზიდვებიც დაიწყო. “სოფმარ”-ის სათაო ოფისი ფოთშია, ხოლო წარმომადგენლობები ბათუმში, თბილისსა და ერევანში აქვს.

“სოფმარ”-ი საზღვაო-სახმელეთო გადაზიდვების სრული მომსახურებით გამოირჩევა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: საერთაშორისო გადაზიდვები, გემების აგენტირება, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვები, არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვები, სანავსადგურო მომსახურება. ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში „სოფმარ“-ი დამკვეთებს საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. გადააქვს ნაყარი, გენერალური, საკონტეინერო და თხევადი ტვირთები. საქართველოს პორტებში შემოსულ უცხოურ გემებს კი აგენტირებას უწევს და ყველა პროცედურას თავად უგვარებს, იქნება ეს გემის დოკუმენტების გაფორმება, ტვირთის მიღება-ჩაბარება და სატვირთო ოპერაციების ორგანიზება თუ სხვა.

„სოფმარ“-ი გამორჩეულია თავისი ავტოპარკით. კომპანიას მაღალი სტანდარტების, ამერიკული და ევროპული მძიმეწონიანი 20 ავტომანქანა ჰყავს, რომლებიც ყოველი რეისის წინ სრულ ტექნიკურ შემოწმებას გადიან. გამოცდილ მძღოლებს ტვირთები გადააქვთ როგორ ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში. განსაკუთრებით დიდი დატვირთვით მუშაობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. კომპანიაში საავტომობილო ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარებას ცდილობენ, მეტი მობილურობისა და ეფექტიანობის მისაღწევად პარკის გაზრდას და ყველა ტიპის მისაბმელების გამოყენებას გეგმავენ.

კომპანიის თითოეული თანამშრომელი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა დროულად და შეფერხების გარეშე უზრუნველყოს ტვირთების ჩამოსვლა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ასევე საქართველოდან გაგზავნის დამკვეთისთვის სასურველი მიმართულებით. კომპანიას ძირითადი ტვირთბრუნვა მაინც ამერიკასა და ჩინეთთან აქვს. “სოფმარ”-ის წარმატებას განაპირობებს ისიც, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ჰყავს პარტნიორიები, რომლებიც მის ტვირთებს მომსახურებას უწევენ.

“სოფმარ”-ში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტები და მისი მომსახურების ხარისხი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების: FIATA-ს (სატვირთო გადამზიდების საერთაშორისო ფედერაცია), BIMCO-სა (ბალტიის საერთაშორისო საზღვაო საბჭო) და INTERTANKO-ს (ტანკერთა გემთფლობელების დამოუკიდებელი საერთაშორისო ასოციაცია) მიერ. ამ გავლენიანი ორგანიზაციების წევრობა `სოფმარ~-ის საერთაშორისო იმიჯზე დადებითად მოქმედებს და კლიენტების მხრიდან ნდობას კიდევ უფრო ზრდის. “სოფმარ”-ი ასევე საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის (AFG) წევრია.

“სოფმარ”-ი მუდმივად ზრუნავს იმიჯზე და კლიენტებს საუკეთესო მომსახურებას სთავაზოს. “სოფმარ”-ს ყველა ტვირთი დაზღვეული აქვს და კლიენტი მისი უდიდებულესობა `შემთხვევის~ დროსაც კი არ ზარალდება. თუკი გაუთვალისწენებელი რამ მოხდება და ტვირთს პრობლემა შეექმნება, ზარალს სადაზღვევო კომპანია სრულად აანაზღაურებს.

ვახტანგ ალანია, “სოფმარ”-ის გენერალური დირექტორი: “სოფმარ”-ის სიძლიერეს მისი გუნდი განაპირობებს. ამ სფეროში საუკეთესო პროფესიონალები სწორედ “სოფმარ”-ში მუშაობენ. კომპანიაში 60 ადამიანია დასაქმებული და თითოეული მათგანი ზრუნავს კომპანიის იმიჯზე. მათ წელიწადში რამდენჯერმე უტარდებათ ტრენინგები, რათა კვალიფიკაცია კიდევ უფრო აიმაღლონ და საერთაშორისი სტანდარების მომსახურება შესთავაზონ კლიენტებს.

ვცდილობთ, კომპანია სტაბილური და ფინინსურად ძლიერი იყოს. თითოეული თანამშრომლის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა, მათ სტაბილურობის განცდა ჰქონდეთ 20 წლის წინ, როცა კომპანიას ვაფუძნებდი, არ მიფიქრია, რომ ამდენს შევძლებდით. ვერ ვიტყვი, რომ მდიდარი გავხდი, მაგრამ სურვილების განხორციელება შემიძლია და თანაც 60 ადამიანი მყავს დასაქმებული. ამით ვარ ბედნიერი. ეს ჩემი ადგილია და თავის დროზე საზღვაო სააგენტოს შექმნით სწორი არჩევანი გავაკეთე”

2018-03-06T15:08:01+00:00