ინტერვიუ ანაკლიის ღრმა წყლის პორტთან დაკავშირებით შპს “სოფმარის” დირექტორთან ვახტანგ ალანიასთან

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე,მის საჭიროებაზე,შესაძლებლობებზე და პერსპექტივაზე არსებობს სხვადასხვა დასაბუთებული თუ არაარგუმენტირებული აზრი და შეფასება.
ანაკლიის პორტის თემაზე ვესაუბრეთ შპს „სოფმარ“-ის დირექტორს, ბატონ ვახტანგ ალანიას.

 

რა პერსპექტივა აქვს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას?

დღეს არსებული საქართველოს ნავსადგურები თავისი ტექნიკითა და ინფასტრუქტურით მორალურად მოძველებულია.ბათუმის ნავსადგური  საწუხაროდ დაუცველია და არ არის უსაფრთხო გემებისთვის.ის აშენდა თხევადი ტვირთებისთვის,მართალია პორტი მშრალ ტვირთებსაც ამუშავებს, მაგრამ მცირე რაოდენობას.ფოთის პორტი თავიდანვე იყო გათვლილი მშრალ ტვირთებზე.ფოთის ნავსადგურმა საერთაშორისო ნავსადგურის სტატუსი მიიღო მე-20 საუკუნის დასაწყისში.როგორც საერთაშორისო ნავსადგურმა,ფოთის პორტმა სრულყოფილი  მუშაობა დაიწყო მალარიის დამარცხების და  ქალაქში წყალდიდობის პრობლემის გადაჭრის შემდეგ.მაგრამ ადამიანის ჩარევამ ბუნებაში და რიონის კალაპოტის შეცვლამ გამოიწვია ახალი პრობლემები-ფოთის ნავსადგურის  აკვატორიის დასილვა სწრაფი ტემპებით.მისი გაწმენდა დაკავშირებულია დიდ თანხებთან,რაც თავისთავად ზრდის ნავსადგურის მომსახურების ტარიფებს.ამის შედეგად,ფოთის ნავსადგური ნაკლებად კონკურენტუნარიანია შავი ზღვის სხვა ნავსადგურებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, ღრმაწყლოვანი, თანამედროვე, კონკურენტუნარიანი ანაკლიის ნავსადგურის გადაუდებელი საჭიროება.

 

უქმნის თუ არა საფრთხეს ანაკლიის პორტი ფოთის პორტის არსებობას მომავალში?გაუძლებენ კონკურენციას ფოთის,ყულევის და ბათუმის პორტები? და ამ კონტექსტში რა ელის ქალაქ ფოთს,რა გამოწვევების წინაშეა თვით ქალაქი,რომლისთვისაც სამუშაო ადგილების პრობლემა კრიტიკულ ზღვარზეა?

თუ საქართველოს ნავსადგურების მიმართ არ შეიცვალა დღევანდელი მიდგომა,მაშინ ფოთის პორტს არანაირი პერსპექტივა არა აქვს. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ უნდა იქნას ქართული პორტების(ფოთი,ბათუმი,სუფსა,ყულევი,ანაკლია)მუშაობის,განვითარების და მშენებლობის სახელმწიფო პოლიტიკა.ფოთმა უნდა გაიაზროს ახალ პირობებში როგორ იმუშავოს და შეინარჩუნოს  პოზიციები,როგორც ლოჯისტიკური ჯაჭვის აუცილებელმა რგოლმა და კვანძმა  სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფანში.

 

ანაკლიის პორტი კონკურენციას გაუწევს საერთაშორისო პორტებს,მათ შორის ნოვოროსიისკის და სტამბულის პორტებსაც.რა უპირატესობით აჯობებს ანაკლიის პორტი მათ?

აქამდე საქართველო შუა აზიის ქვეყნებისთვის სრულყოფილად ვერ ჩამოყალიბდა,როგორც ზღვაზე გასასვლელი ალტერნატიული გზა და სწორედ ანაკლიის პორტი იძლევა ამის იდეალურ შესაძლებლობას.

 

„სოფმარისთვის“,როგორც საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიისთვის რა შესაძლებლობებს აფართოებს ანაკლიის პორტი და რას ელით მისგან?

ანაკლიის პორტის მეშვეობით საქართველო შუა აზიის ქვეყნებისთვის ჩამოყალიბდება   სრულყოფილ  ალტერნატიულ გზად, და ბუნებრივია „სოფმარ“-ს მოემატება  სამუშაო,ახალი ტვირთები,ახალი პროექტები.

2019-03-11T15:37:30+04:00
Cheap Website Traffic