ინტერვიუ ვახტანგ ალანიასთან – ნაწილი მეორე

8)ჩემი ჰობია ნიჩბოსნობა და ცხენოსნობა. გაგვაერთიანა სპორტულმა კლუბმა მალთაყვა 2012.  15 სექტემბერს ჩავატარეთ მარულა მალთაყვის პლაჟზე. ასევე,13 ოქტომბერს ჩატარდა დოღი,ისინდი და ცხენბურთი.ულამაზესი სანახაობაა. 

9)ვფიქრობ ,გაზეთი „ნიკოლაძის გზით“უნდა ფინანსდებოდეს,როგორც  დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე გაზეთი.უნდა არსებობდეს ადგილობრივი მედიის მხარდამჭერი ფონდი,რომელიც ხელს შეუწყობს  დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

10) დარწმუნებული ვარ, ვინც   მისი ცოდნით,შრომით,პროფესიონალიზმით ერთგულად ემსახურება და უყვარს ჩვენი ქალაქი ,სწორედ ის  არის ფოთელი. ამიტომაცაა ნიკო ნიკოლაძე ფოთელი.ვეთანხმები ქალბატონი ეკას აზრს.რა თქმა უნდა ფოთში დაბადება  ვერ იქნება შეფასებისთვის საკმარისი პირობა,მთავარია ამ ქალაქის და ქვეყნის სიყვარულით გაკეთებული  საქმეები.

11) შურისძიების და სიძულვილის არც დროა,და ,არც უფლება გვაქვს  პირად წყენებს ან ძალაუფლების წყურვილს გადავაყოლოთ სამშობლო და ჩვენი შვილების მომავალი. სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ხმა და არჩვენებში ელექტორატის მონაწილეობის მაღალი პროცენტი ცხადყოფს,რომ დემოკრატიული განვითარების  გზაზე კიდევ ერთი საფეხურით წავიწიეთ წინ,რადგან გავიაზრეთ – ყოველი ხმა ძალაა,რომელსაც ისტორიის შეცვლა შეუძლია.დღეს სიყვარულით შენების დროა.

2018-03-06T15:04:19+00:00