დირექტორის მიმართვა

პატივცემულო მეგობრებო,

მოხარული ვარ მოგესალმოთ ჩვენი კომპანიის საიტზე.

1991 წლიდან ვმუშაობთ  საზღვაო – სახმელეთო გადაზიდვების სფეროში.

პროფესიონალიზმი, დაგროვილი გამოცდილება და საქმის სიყვარული უფლებას გვაძლევს გითხრათ, რომ ჩვენი  პროფესიული საქმიანობა თქვენი ბიზნესის განვითარების  განუყოფელი ნაწილი   და თქვენი წარმატების თანამგზავრია.

„სოფმარ“-ის განვითარების სტრატეგიაში  პრიორიტეტული მნიშვნელობა  ენიჭება თანამშრომელთა კვალიფიკაციის  და პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას, და  რაც მთავარია, მომხმარებელთან ურთიერთობის კულტურის ამაღლებას. ამ მიზნით „სოფმარის“ სპეციალისტებმა    გაიარეს არაერთი ტრენინგი   კლიენტის ეფექტური მომსახურების თემაზე.

ყველაზე ფასეული ჩვენს ორგანიზაციაში არის ადამიანი, პიროვნება.

მე მიხარია, რომ „სოფმარ“-ში კადრები მოდიან  და ქმნიან „სოფმარ“-ის წარმატების ისტორიას.

„სოფმარ“-ის სათავო ოფისი ფოთშია. წარმომადგენლობები – თბილისში, ბათუმსა და ერევანში – საშუალებას გვაძლევს თვალყური ვადევნოთ ტვირთების მოძრაობას, ოპერატიულად მოგაწოდოთ ინფორმაცია  და შემოგთავაზოთ  სრულყოფილი მომსახურება.

ყოველი კლიენტი, ყოველი გადაზიდვა  ჩვენთვის ინდივიდუალურია.

ველით ახალ წინადადებებსა და დაკვეთებს.

პატივისცემით,

 ,,სოფმარ” – ის დირექტორი

                                                                                     ვახტანგ ალანია

2018-03-20T22:08:30+04:00
Cheap Website Traffic