საერთაშორისო გადაზიდვები

საერთაშორისო გადაზიდვები 2018-03-07T05:14:04+00:00

ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში „სოფმარი“ გთავაზობთ საავტომობილო,საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენი საქმიანობის  ერთ-ერთი  ძირითადი მიმართულებაა საკონტეინერო საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვები.

დღეს საზღვაო გადაზიდვები შეადგენს მულტიმოდალური  გადაზიდვების ნაწილს, საავტომობილო თუ სარკინიგზო ტრანსპორტის მონაწილეობით და ჩართვით. ხშირად საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების სისწრაფე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე, რასაც კლიენტის უკმაყოფილება გამოუწვევია. ცხადია, “სოფმარს“ არ შეუძლია ამინდის  შეცვლა და შტორმის აცილება, მაგრამ ჩვენი კომპანია ახორციელებს საკონტეინერო გადაზიდვებს ზღვით ნებისმიერი ქვეყნიდან, მსოფლიოს წამყვანი ნავსადგურების მეშვეობით და თანამშრომლობით, აკონტროლებს და დროულად გაწვდით ინფორმაციას თქვენი ტვირთის  ადგილმდებარეობის შესახებ.

ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების თანახმად, ჩვენი ექსპედიტორები უზრუნველყოფენ მარშრუტის  პროფესიულ დაგეგმარებას და საზღვაო გადაზიდვის ყოველი ეტაპის ორგანიზებას.

ჩვენ გამომუშავებული გვაქვს  მულტიმოდალური ტრანსპორტირების ოპტიმალური, ნაცადი სქემები და გთავაზობთ საუკეთესო ტარიფებს.

ჩვენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ვართ, როგორებიცაა: BIMCO, SEA, FIATA, INTERTANKO, რაც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

გინდათ იყოთ პირველები და თქვენი ბიზნესით წინ უსწრებდეთ  კონკურენტებს?

თქვენი წარმატებული ბიზნესის თანამგზავრია „სოფმარი“.

ჩვენ გთავაზობთ:

  •  მულტიმოდალური გადაზიდვის სრულ კომპლექტს „კარებიდან კარებამდე“;
  •  თქვენ ირჩევთ მომსახურების ან სრულ  კომპლექტს,ან რომელიმე ერთ მიმართულებას-საავტომობილო,სარკინიგზო ან შიდასანავსადგურო ექსპედირებას;
  • ჩვენ გვაქვს სპეც.პირობები და სპეც.ფასები მუდმივი კლიენტებისა  და ტვირთნაკადისათვის;
  • ყოველი გადაზიდვა ინდივიდუალურია და სხვადასხვა ტვირთის გადმოსაზიდად ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტრანსპორტს, მაგრამ მიდგომა და მუშაობის  პრინციპები უცვლელია: კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, სწრაფი და საიმედო სატვირთო გადაზიდვები;
  • ჩვენთვის ძვირფასია ყოველი ტვირთი;
  • ყოველი ჩვენი  კლიენტი ერთადერთი და განუმეორებელია.

დაგვიკავშირდით:

ელენა ლომია elena@sofmar.ge

Tel:+995 493 220266

გაგზავნეთ განაცხადი