არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა

არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა 2018-03-07T05:16:25+00:00

ჩვენ მიერ ორგანიზებული  გადაზიდვები სწორად და პროფესიულად გათვლილ სქემებს ეფუძნება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას უდანაკლისოდ,დროულად მივაწოდოთ ტვირთი დანიშნულების ადგილამდე, არამარტო დავადგინოთ, არამედ შევინარჩუნოთ კლიენტისათვის მისაღები, საუკეთესო ფასები.

აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გადაზიდვა „FRIGOს” რეჟიმში (კონტროლირებადი ტემპერატურა) ტვირთის გადახურების ან გადაცივების თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ ვამუშავებთ ნებისმიერი  ტონაჟის და მოცულობის  არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვას და ამისთვის საჭიროების მიხედვით  ვიყენებთ როგორც საზღვაო, ისე საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვების სრულ კომპლექტს ამიერკავკასიიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე, და პირიქით, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ამიერკავკასიაში.

ამ თვალსაზრისით ჩვენ დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება. შეგვისრულებია ტექნიკურად რთული გადაზიდვები, რომელთა გათვლა და ორგანიზება მოითხოვდა, როგორც მაღალ პროფესიონალიზმს, ისე მოხერხებულობის და გააზრების ახალ უნარებს.

ჩვენ კლიენტების მოლოდინი გაგვიმართლებია სრულად.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თითქმის არ არსებობს „სოფმარ“-ის თანამშრომლებისათვის  დაუძლეველი სირთულე.

 

დაგვიკვეთეთ:

ეკატერინე ალანია

დირექტორის პირველი მოადგილე

catherina@sofmar.ge 

+995 493 220266

გაგზავნეთ განაცხადი